რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს

16 მარტი 2022, 12:17 733 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა პირველად დაბომბეს სამოქალაქო ობიექტები ზაპოროჟიეში. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დღეს პირველად დაიბომბა სამოქალაქო ობიექტები ზაპოროჟიეში. ჭურვები სარკინიგზო სადგურის მახლობლად ჩამოვარდა. მეორე კი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე"- აცხადებს ალექსანდრე სტარუხი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ოდესაზეც. 

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ოდესასთან ორი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

მაქსიმ მარჩენკოს განმარტებით, რუსი ოკუპანტები  ოდესის ოლქის ერთ-ერთ სოფელზე საჰაერო შეტევას აპირებდნენ. მისივე თქმით, საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ორივე თვითმფრინავი გაანადგურა.

ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი