ხარკოვში, ნემიშლიანსკის რაიონში რუსეთის საარტილერიო თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა 2 საცხოვრებელი კორპუსი, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ადგილზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოიყვანეს 4 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა სკოლის შენობაზეც. შენობის ნაწილი განადგურდა.