კიევში დაბომბვის შედეგად 12 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევა დღეს დილით შევჩენკოს რაიონში მოხდა. მათივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა გვერდით მდებარე 9 სართულიანი კორპუსიც.
მაშველებმა შენობიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია და ხანძრის ლიკვიდაცია დაიწყეს. ბოლო მონაცემებით დაშავებულია სულ მცირე 2 ადამიანი.