ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში ისმოდა

16 მარტი 2022, 11:05 1470 ნახვა

მთელი  ღამის განმავლობაში უკრაინაში განგაშის სიგნალი თითქმის ყველა ქალაქში ისმოდა.

სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა კიევთან ახლოს მდებარე რეგიონებში, ხარკოვში, ასევე ოდესასთან ახლოს დასახლებულ პუნქტებში. დაიბომბა ქალაქი მარიუპოლი.

ჯერჯერობით ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

რუსმა აგრესორებმა მარიუპოლში საოლქო საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

დედაქალაქი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება, გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე  იკრძალება. კომენდანტის საათი 15 მარტის 20 საათიდან 17 მარტის დილის 7 საათამდე იმოქმედებს.  კლიჩკოს თქმით, მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში სახლებში უნდა დარჩნენ და განგაშის შემთხვევაში თავშესაფრებში გადავიდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი