ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში მყოფ პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

16 მარტი 2022, 10:52 888 ნახვა

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ და  უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვიზიტის დროს ევროპული ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დახმარებას განაგრძობენ. ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციასაც.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და მეგობარი ქვეყნების ლიდერები  კიევში მიიწვია. 

„ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც ჩვენი კიევი ოკუპანტების სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში. მართალია ეს სახიფათოა, რადგან უკრაინის ცა ჩაკეტილი არაა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი