„სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პრეზიდენტის ქმედებების სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია ვრცელ განმარტებას ავრცელებს, რის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.