უკრაინაში ომის მე-19 დღეა. უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, კიევი მოსალოდნელი ბლოკადისთვის ემზადება. გამოცემა "უნიანი" წერს, რომ უკრაინის დედაქალაქი ორი კვირის სამყოფი პროდუქტებით მომარაგებულია. ხარკოვი, მარიუპოლი, მელიტოპოლი, სუმი - ეს იმ ქალაქების ნაწილია, რომლებიც ომმა ყველაზე მეტად დაზარალა.