რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად 18 მილიონი ადამიანი დაზარალდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

14 მარტი 2022, 16:31 782 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომმა 18 მილიონი ადამიანი დააზარალა, რომელთაგან 6,7 მილიონი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, სამმა მილიონმა ადამიანმა კი ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვნად არის შეფერხებული მიწოდების ჯაჭვები და ბევრი სადისტრიბუციო ქსელი არ მუშაობს. ასევე, სამხედრო ოპერაციების გამო, მიუწვდომელია მარაგები, იწურება მედიკამენტები და საავადმყოფოებში გართულებულია ავადმყოფებისა და დაჭრილებისთვის დახმარების აღმოჩენა.

"2022 წლის 24 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში თავდასხმები დაფიქსირდა ჯანდაცვის 31 დაწესებულებაზე, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში