7 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

14 მარტი 2022, 10:52 697 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. ჩემპიონები გიორგი ელბაქიძე და სოლომონ მანაშვილი გახდნენ.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი გეგელაშვილმა და ევსემ შველიძემ. ბაგრატ გაგნიძე, რამაზ თურმანიძე და დავით კოღუაშვილი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 149 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი