ქართველების ერთი ნაწილი უკრაინიდან სამშობლოში ბრუნდება

12 მარტი 2022, 19:37 1244 ნახვა

უკრაინიდან სამშობლოში ბრუნდებიან ქართველები. კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით დღეს ავიარეისი შესრულდა. სამშობლოში ჩამოვიდნენ კიევსა და სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველები, ასევე მგზავრებს შორის იყვნენ უკრაინის მოქალაქეებიც.

ისინი ორ კვირაზე მეტ ხანს საომარ პირობებში, თავშესაფრებში ცხოვრობდნენ.

იხსენებენ, თუ რა  გზის გავლა მოუხდათ გამომგზავრებამდე და როგორ იბომბებოდა ქალაქები რუსი ოკუპანტების მიერ.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში