ბათუმის სარაგბო კლუბმა მშრალი ანგარიშით მოიგო

12 მარტი 2022, 16:17 1236 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბმა დიდი 10-ის გათამაშებაში მორიგი შეხვედრა მოიგო.

მე-13 ტურში "ბათუმი" გასვლაზე  თბილისში "ლოკომოტივის" ესტუმრა და 0-19 დაამარცხა.

ლელოები ჩხარტიშვილის და ბუჯიაშვილის ანგარიშზეა.

13 ჩატარებული მატჩის შემდეგ ბათუმელები დიდი 10-ის გათამაშებას 59 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ.

შემდეგ შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 25 მარტს საკუთარ კედლებში კიკეთის "იუნკერების" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში