ზღვის პროდუქტების, არყის, ბრილიანტების იმპორტი იკრძალება - აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

11 მარტი 2022, 19:51 1077 ნახვა

პუტინი აგრძელებს აგრესიას, დასავლეთი კი სანქციებს რუსეთზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ კრძალავს ფუფუნების საგნების იმპორტს რუსეთიდან, ახალი სანქციები კი ასეთია:

  • აშშ-ში აიკრძალება რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი;
  • აშშ, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს ჩამოართმევს "სასურველი სავაჭრო პარტნიორის" სტატუსს, რაც განსაკუთრებული სავაჭრო ტარიფების სარგებლობის მოხსნას გულისხმობს;
  • ფართოვდება რუსი ოლიგარქების სია - "დიდი შვიდეული" უფრო მეტ რუს ოლიგარქსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებს. 

 

"პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. ვუთხარი მას, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ხალხის გვერდით დგას მაშინ, როდესაც ისინი მამაცურად იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად. პუტინი აგრძელებს შეტევას უკრაინაზე და შესაბამისად აშშ, ჩვენი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად და გლობალურ სცენაზე რუსეთის მეტი იზოლაციისთვის. დღეს მოგვიანებით, ნატო-ს მოკავშირეებთან და დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ რამდენიმე ახალ ნაბიჯს, რათა პუტინს პასუხი ვაგებინოთ მისი აგრესიისთვის უკრაინის წინააღმდეგ.

მინდა, რამდენიმე ვახსენო. პირველ რიგში ჩვენ, ყველა ქვეყანა სათითაოდ ჩამოართმევს რუსეთს პრეფერენციული სავაჭრო პარტნიორის სტატუსს. აშშ-ის მიერ ამ სტატუსის ჩამორთმევა რუსეთს აშშ-თან ბიზნესის წარმოებას გაურთულებს, ხოლო ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარს წარმოადგენენ, იქნება კიდევ ერთი მძიმე დარტყმა რუსეთის ეკონომიკაზე. 

პირველ რიგში ჩვენ, ყველა ქვეყანა სათითაოდ ჩამოართმევს რუსეთს პრეფერენციული სავაჭრო პარტნიორის სტატუსს. აშშ-ის მიერ ამ სტატუსის ჩამორთმევა რუსეთს აშშ-თან ბიზნესის წარმოებას გაურთულებს, ხოლო ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარს წარმოადგენენ, იქნება კიდევ ერთი მძიმე დარტყმა რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე დაზარალდა ჩვენი სანქციების გამო. 

ჩვენ, ორივე პარტიის შეთახნმება გვაქვს, ძალიან დიდი მადლობა სენატის სპიკერს იმისთვის, რომ ჩვენ უნისონში ვმოქმედებთ ჩვენს ძირითად მოკავშირეებთან, დემოკრატიის მხარდამჭერა უკრაინაში, რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა იყოს ძირითადი ჩვენი საკითხი. 

ჩვენ ასევე ნაბიჯებს ვდგამთ რამდენიმე ისეთი საქონლის იმპორტზე აკრძალვის მიმართულებით, როგორიც არის არაყი, ბრილიანტები და ძვირფასი ქვები. პუტინმა უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი, არ შეიძლება მან გააგრძელოს ომი, რომელიც მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს არყევს. 

ოლიგარქების სიას დაემატა ახალი სახელები და ჩვენ ვზრდით კოორდინაციას დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის, რათა ამოვიღოთ უკანონოდ ნაშოვნი ფულები. ისინი მხარს უჭერენ პუტინს, ისინი იპარავენ რუსი ხალხისგან და ისინი მათ ფულს ჩვენს ქვეყნებში მალავენ. ისინი იმ კლეპტოკრატიის ნაწილი არიან, რომელის არსებობს მოსკოვში და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების მტკივნეული მხარე", - აცხადებს ჯო ბაიდენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი