უკრაინასთან მოლაპარაკებებზე არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენი მხრიდან წარგზავნილმა მომლაპარაკებლებმა,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
"მოლაპარაკებები, ახლა თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენმა მომლაპარაკებლებმა. ამის შესახებ დეტალურად მოგიყვებით,“- განაცხადა პუტინმა.
მათვე ინფორმაციით, ლუკაშენკომ თავის მხრივ განაცხადა, რომ მათ არაფერი აქვთ გასამართლებელი, რადგან ომი მათ არ გაუჩაღებიათ და მათი სინდისი სუფთაა.