გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
"რაც ქიმიურ იარაღზე გესმით, ეს პირდაპირ მათი სახელმძღვანელოდანაა... დაიწყეს იმის თქმა, რომ არსებობს ქიმიური იარაღები, რომლებიც მათი მოწინააღმდეგეების, ან ამერიკელების მიერ არის შენახული. და როცა თავად გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს, ვშიშობ, ალბათ, გამოიყენებენ, მზად ექნებათ შესანიღბი ცრუ ისტორია". – აღნიშნა ჯონსონმა