თავდაცვის მინისტრი - „საფრთხე, გამოწვევა კლასიკურად რაც იყო იგივეა, უბრალოდ რეგიონში ომია“ 

10 მარტი 2022, 14:52 638 ნახვა

ვახტანგ გომელაურის შემდეგ, კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი,  თავდაცვის მინისტრი  მივიდა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე.

დახურულ ფორმატში თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების საკითხებზე, საიდუმლო შესყიდვებისა და პროგრამების შესახებ წარადგინა ინფორმაცია.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უსაფრთხოების დოქტრინაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და დოკუმენტი უსაფრთხოების საბჭოს წარედგინება.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს იმ გადაწყვეტილებებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი