ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს

10 მარტი 2022, 13:50 1145 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  11 პირი დააკავა  ნარკოდანაშაულისთვის,  მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი.

სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალასა და რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკონტროლო შესყიდვით,  რამდენიმე  ეტაპად   ნარკოტიკული საშუალებები - "ბუპრენორფინი", „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ შეიძინეს და ფარული აუდიო-ვიდეო მასალის ჩაწერა განახორციელეს.  

ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ  ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა",   კანაფი, ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ასანთის 10 კოლოფში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტროსასწორი.

ბრალდებულებისგან ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. 

დაკავებულებს უპოვეს   „სუბუტექსის“აბები, “სირეცი” და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი