ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

10 მარტი 2022, 11:27 1100 ნახვა

საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება - ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან საქართველოს საკონსულო დაწესებულებებმა სამშობლოში დამატებით საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო. გრძელდება  ლვოვიდან და  ოდესიდან მათი ორგანიზებულად გამოყვანა.

საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი  ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი