ავიაკომპანია Georgian Airways საიტზე გადახდის სისტემაში "მასტერქარდისა" და "ვიზას" გვერდით რუსული Мир-ის გამოჩენას პროტესტი მოჰყვა. კომპანიის ცენტრალურ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “Georgian airwas” ქვეყნის გამყიდველი კომპანიაა, და არ შეიძლება ხელს უწყობდე იმ კომპანიებს, რომლებიც აფხაზეთი-სამაჩაბლოში მოღვაწეობენ და არღვევენ კანონს. კომპანია „Georgian airwas „ - ში ამტკიცებენ რომ მათ საიტზე საგადასახადო სისტემების კომპანია „Мир-ის“ ლოგო სხვა კომპანიამ დაუკითხავად განათავსა. კომპანიის იურისტის განმატებით, ეს არის ტექნიკური საკითხი, ლოგო საიტზე საერთაშორისო ავიაბილეთების პორტალმა „web sky. net-მა განათავსა, რომელიც ავიაბილეთებს ყიდის. მათივე განცხადებით ლოგოს მოშლა „ web sky. net „ 3 მარტს სთოხვეს. ირწმუნებიან, რომ Georgian airwas-ი Мир-ის სისტემით გადახსდას არ ახორციელებს. არც აქამდე გაუყიდია ამ სისტემით ბილეთები და არც მომავალში აპირებს. ამის გრადა „Georgian Airways-ის ძმობილი კომპანია „არმენიანი“ მოსკოვში დაფრინავს, თბილისში ავიარეისებს კი აიერხზენას სახელით ახორციელებს. ფინანსური სანქციების შემდეგ საგადასახადო სისტემაში Мир-ი ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული, თუმცა არა ყველგან. დღეს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცლა, სადაც ნათქვამია, რომ რუსული საგადასახადო სისტემების კომპანია „Мир-ი“ თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რეპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.