ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

09 მარტი 2022, 16:57 1320 ნახვა

ავსტრალიელი მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქმისას შანაი ბრუკის ძმას, ტაისონ ედვარდსს ბოდიში მოუხადა.

მოკლული შანაი ბრუკის ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 2021 წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში