Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, რუსეთში თავიანთი პროდუქციის გაყიდვებს აჩერებენ.
რუსეთში იხურება Starbucks-ის ასობით მაღაზია. ქვეყანაში საკუთარი პროდუქციის ნაწილის გაყიდვას წყვეტს კომპანია PepsiCo-ც. ამ ეტაპზე აიკრძალება კომპანიის სასმელების გაყიდვა, თუმცა ჯერჯერობით გაგრძელდება რძისა და ბავშვთა კვების პროდუქციის გაყიდვა.
რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა კომპანია Coca-Cola-მაც.