ქალაქ ჟიტომირში ორი ავიაიერიშის შედეგად ნავთობის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ორ ტანკს გაუჩნდა ცეცხლი სოფელ ჩერნიახივში. ახლომდებარე კერძო სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ავიაიერიშის შედეგად განადგურდა 10-მდე კერძო სახლი. უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ინფორმაციით გარდაცლილია 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.
ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.