პენტაგონმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე

09 მარტი 2022, 09:53 987 ნახვა

პენტაგონმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინაში მიწოდების მიზნით გადაცემის შესახებ.

”ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რომ ამის არსებითი დასაბუთება არსებობს. გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და მის მიერ წარმოქმნილ რთულ ლოგისტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მიგვაჩნია პოლონეთის წინადადება გონივრული,“- განაცხადა კირბიმ.

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პენტაგონი კონტაქტში იმყოფება პოლონეთის მთავრობასთან და კონსულტაციები გაგრძელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი