ომი უკრაინაში - დღე მეცამეტე

08 მარტი 2022, 23:08 1096 ნახვა

გაეროს მონაცემებით, უკრაინას უკვე 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი ჰყავს და ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი პროცესი. იძულებით გადაადგილებულთა ასეთი მასშტაბი ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.  

ომის მე-13 დღეს რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ დედაქალაქია, სადაც აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა. რუსული ოკუპაციისგან უკრაინული ჯარი დედაქალაქს განსაკუთრებით იცავს.

მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ევაკუაცია შეფერხდა სუმშიც, სადაც დაბომბვა მოხდა. სამხედროებმა შეუიარაღებელ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

დღეს, უკრაინის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში