აშშ-მა რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა

08 მარტი 2022, 20:28 779 ნახვა

აშშ-მ რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს მე ვაცხადებ, რომ აშშ-ის სამიზნე გახდა რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ეს ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი ვეღარ შეძლებს შეერთებული შტატების პორტებში შემოსვლას და ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის ომის მანქანას.

ეს არის ნაბიჯი, რომელსაც კონგრესში ორივე პარტიის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. ამერიკა ახორციელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და აშშ არ იქნება პუტინის ომის დამფინანსებელი.

ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს უკრაინას და არ შევუწყობთ ხელს პუტინს. ჩვენ აქტიურად ვმართავთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან, კერძოდ ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, ნატოს წევრს ქვეყნებს, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ აღვუდგეთ ვლადიმერ პუტინს.

ჩვენი ევროპელი მოკავშირეები შესაძლოა არ არიან ისეთ დღეში, რომ შემოგვიერთდნენ. აშშ აწარმოებს ნავთობს აშშ-ივე იმაზე უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ შეგვიძლია ეს ნაბიჯი გადავდგათ, როდესაც სხვა ქვეყნებს ამის საშუალება არ აქვთ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ შევიმუშავოთ გრძელვადიანი გზა იმისთვის, რომ ჩავხსნათ რუსული გაზი და ნავთობი ბაზრიდან. ჩვენ ვართ ერთიანი. ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა პუტინზე და მის საომარ რეჟიმზე. აშშ-ის მოსახლეობა მხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცავთ მშვიდობას და ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას. რესპუბლიკელები და დემოკრატები ამას ძალიან გაგებით ეკიდებიან. იციან, რომ ეს არის აუცილებელი", - განაცხადა ბაიდენმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში