ომის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შვილთან და დეპუტატებთან ერთად. ესაუბრნენ არსებული ვითარების შესახებ და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა უკრაინის მოქალაქეებს, ქალთა დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.