ევროკავშირმა რუსეთისა და ბელარუსისთვის დამატებითი სანქციების პაკეტი შეიმუშავა - უცხოური მედია

08 მარტი 2022, 16:26 972 ნახვა

ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი მოამზადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ახალი პაკეტის თანახმად, საერთაშორისო საბანკო სისტემიდან (SWIFT) ჩაიხსნება სამი ბელარუსული ბანკი. ე.წ შავ სიაში კი, იგეგმება დამატებით რამდენიმე რუსი ოლიგარქისა და კანონმდებლის დამატება.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი აკრძალავს ევროკავშირიდან საზღვაო ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში.

„პაკეტი ასევე კრძალავს ევროკავშირიდან საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული საშუალებების ექსპორტს რუსეთში და ადგენს ახალ მითითებებს კრიპტოვალუტების მონიტორინგზე, რათა გამოირიცხოს მათი გამოყენება ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით“, - წერია Reuters-ის სტატიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი