ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები, ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს - ბორის ჯონსონი

08 მარტი 2022, 13:26 891 ნახვა

რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, ისევე როგორც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში გაფრთხილება იყო დასავლეთისთვის, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. 

ბორის ჯონსონი გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ვერ ისწავლა რუსული აგრესიის გაკვეთილები წარსული მოვლენებიდან.

მისივე თქმით, პუტინი კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში.

„.ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მინახავს საერთაშორისო კრისიზი, რომლის დროსაც, რუსული ომის მანქანა თავის რისხვას ამაყ დემოკრატიაზე ავრცელებს და სადაც გამყოფი ხაზი, ბოროტსა და კეთილს შორის ასეთი მკაფიოა. მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა ძალადობისგან, გაურკვეველი მომავლისკენ.

რაც არ უნდა დრო დასჭირდეს, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ უკრაინაში რუსეთის ქმედებების მცოცავი ნორმალიზება.

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს: ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც სოლსბერის ქუჩებში. ჩემს ბოლო ვიზიტებზე, პოლონეთსა და ესტონეთში, ჩემს კოლეგებთან საუბრისას, მე ვიცი, რამდენად მწვავედ გრძნობენ ისინი საფრთხეს“, - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი