აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის 3 წლიან ანგარიშს ეხმაურება

25 დეკემბერი 2016, 00:00 3329 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა  და რადიოს მენეჯმენტის 3 წლიან ანგარიშს  ეხმაურება. აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, უდიდესი როლი აკისრია რეგიონის მოსახლეობამდე სწორი ინფორმაციის მიტანისა და დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. დღეს, როცა სიტყვის თავისუფლება არის ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, ძალზედ მნიშვნელოვანია მედია საშუალებები პასუხობდნენ იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრციის გზაზე გააჩნია. 
მჯერა, აჭარის ტელევიზია განახლებული პროგრამებითა და საინტერესო პროექტებით ჩვენს მაყურებელს მომავალში კიდევ უფრო მეტ სიხარულს მიანიჭებს! -აღნიშნავს ფეისბუქ- ჩანაწერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი