ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის 41-ე არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთის მეორე ომში, სირიის სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.
გენერლის მკვლელობის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.