რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანების რაოდენობა რისკების შემცველი არ არის - როგორც ხელისუფლებაში აკონკრეტებენ, ინფორმაცია რუსეთიდან ბევრი ადამიანის ჩამოსვლაზე არასწორია, თუმცა აღნიშნავენ, რომ თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, უნდა მიეცეთ ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება. ოპოზიცია კი შსს-სგან ითხოვს ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებას, თუ რამდენი რუსი მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში რუსეთის უკრაინას თავდასხმის შემდეგ. ხელისუფლების ოპონენტები გაზრდილ მიგრაციასა და საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას.