ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლების მოთხოვნა

07 მარტი 2022, 18:37 1973 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახლადაშენებულ ბინებში მცხოვრები მოქალაქეები კომპანიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. ამბობენ რომ ბინების შეძენამდე კომპანია " გრინ თაიმი" მათ კომუნიკაციების გაყვანას დაპირდა, თუმცა არ შეასრულა. ამჯერად მოქალაქეები ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დენის საფასურის გადახდას არ აპირებენ. მათივე თქმით, სადენებიც საფრთხისშემცველადაა დამონტაჟებული. კომპანია "გრინ თაიმში" მოქალაქეებს პასუხობენ, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის მუშაობა მიმდინარეობს და 2-3 თვე დასჭირდებათ. აქამდე არსებულ ვითარებაზე კი განმარტავენ რომ კომერციულ სააბონენტო გადასახადს თავად იხდიდნენ, მოქალაქეთა ნაწილი კი მათთვის დაბალი ტარიფით დაანგარიშებული თანხის გადახდაზეც უარს ამბობდა. მშენებლების განცხადებით უკვე მოგვარებულია წყლის სისტემის პრობლემა, გაზის დაერთების სურვილის შემთხვევაში კი მობინადრეებს საფასურის გადახდისას 40 %-იან თანამომაწილეობას სთავაზობენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი