შავ ზღვაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული გემი გაანადგურეს

07 მარტი 2022, 14:45 1115 ნახვა

შავ ზღვაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების გემი გააუვნებელყვეს.  ამის შესახებ  ოდესის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი სერგეი ბრატჩუკი იუწყება.

მისი თქმით, ოდესის მახლობლად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხომალდი გაანადგურეს. ჩვენ გავანადგურებთ მტერს. მტრის მინუს ერთი გემი - განაცხადა ბრატჩუკმა.

ბოლო დროს შავ ზღვაში ოდესის მიმართულებით მუდმივად მოძრაობენ ოკუპანტების სამხედრო გემები და სანაპიროზე დესანტის გადასხმას ცდილობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი