რძის პროდუქტების მწარმოებელი ფინური კომპანია ''ვალიო'' რუსეთში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა.
''ვალიოს'' რუსეთში დაახლოებით 400 ადამიანი ყავს დასაქმებული და აქვს საწარმო. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბაზრიდან გასვლის პროცესს დაუყოვნებლივ დაიწყებენ.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. ჩვენ ვასრულებთ ბიზნეს ოპერირებას რუსეთში”, – განაცხადა Valio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანიკა ჰურმემ.
გასულ კვირას Valio-მ შეაჩერა ექსპორტი ფინეთიდან რუსეთსა და ბელორუსში. გარდა ამისა, შეწყდა რუსეთიდან ფინეთში ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების იმპორტი.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ყავის მწარმოებელმა კომპანიამ – Paulig-მაც.