ქალთა თასის ნახევარფინალები 8 მარტს გაიმართება

07 მარტი 2022, 10:08 939 ნახვა

8 მარტს ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

ნახევარფინალში  „ლანჩხუთი“ თბილისში პრინციპულ მეტოქეს, „ნიკეს“ დაუპირისპირდება.

ამავე დღეს, ზუგდიდში, სამეგრელოს დერბიში ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი ადგილობრივი „ფენიქსი“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

8 მარტი - საქართველოს ქალთა თასის ნახევარფინალი :

13:00 ნიკე – ლანჩხუთი;
14:00 ფენიქსი – კოლხეთი ხობი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში