ნატო უკრაინის თავზე ცას არ დახურავს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

07 მარტი 2022, 09:44 825 ნახვა

ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.

„ეს ნიშნავს, რომ ნატოს ავიაცია ესვრის რუსულ თვითმფრინავებს, ეს ნიშნავს ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში... ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა“-განაცხადა ბერბოკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში