მოლაპარაკებები ერგნეთში

04 მარტი 2022, 10:04 737 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს რიგით 105-ე შეხვედრა გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ. 

განსახილველი საკითხები მოიცავს იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი