“უკრაინის გვერდით ვდგავართ” - 58 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა

04 მარტი 2022, 10:02 748 ნახვა

“ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ” - 58 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებს. “უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმა გაუმართლებელი აგრესიის აქტია სუვერენული სახელმწიფოს წინაღმდეგ.

უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლის საოცარ მაგალითს იძლევა და მსოფლიოს ვალია, მხარი დაუჭიროს მას უთანასწორო ბრძოლაში” – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. პარალელს ავლებენ 2008 წლის ომთან და აღნიშნავენ, რომ დემოკრატიულ მსოფლიოს ისევ იგივე შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

მოუწოდებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში, შეუერთდნენ მათ მიმართვას, რომ მსოფლიომ  მკაცრი რეაგირება მოახდინოს. ისინი დემოკრატიული მსოფლიოს მთავრობებს სთხოვენ გაატარონ მკაცრი ზომები რუსეთის წინააღმდეგ, რათა აიძულონ მალე შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, მიაწოდონ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება და შექმნან სათანადო პირობები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი