ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსებმა ცეცხლი გახსნეს

04 მარტი 2022, 07:24 1121 ნახვა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერში" გამოეხმაურა.

,,რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა", - წერს კულება.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ფონის ცვლილებები ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. ატომური ელექტროსადგურის ძირითადი აღჭურვილობა და ელექტროსადგურები ხელუხლებელი რჩება, აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

ხანძრის დროს N1 ენერგობლოკის შენობის დეტალები დაზიანდა, რაც მის მუშაობას საფრთხეს არ უქმნის.

ბოლო ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი