აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბრიუსელში იკრიბებიან ევროკავშირის, ნატოს და დიდი შვიდეულის წარმომადგენლები, რათა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილონ და სამომავლო ნაბიჯები დაგეგმონ.
ჩვენ განვიხილავთ იმ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომელიც მათ გადადგეს იმისთვის, რომ დაუჭირონ მხარი უკრაინას. იმ შემთხვევაში თუ თავდასხმა მოხდება ერთ-ერთ ნატოს ქვეყანაზე ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოს ყველა ქვეყანას დაესხნენ თავს. მინდა მოლდოვა ვახსენო, ისინი აქტიურად იფარებენ უკრაინელ ლტოლვილებს. ამის შემდეგ ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში მივემგზავრები - აღნიშნა მან.
პრეზიდენტ პუტინს სურს რომ მართოს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა და როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ეს არის საფრთხე რომელიც დგას ევროპისა და მთელი მსოფლიოს წინაშე," - განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელია უკრაინის და ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიისგან.