უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

03 მარტი 2022, 10:51 614 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას მხარს უჭერს 141 ქვეყანა, რუსეთს კი მხოლოდ ოთხი. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თითოეულმა ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი უკრაინელებისგან რისხვას მიიღებენ.

ზელენსკის თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ცხრა ათასი რუსი სამხედრო ემსხვერპლა საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში. მისივე განცხადებით, მოწინააღმდეგეს ვერტმფრენების საშუალებით უწევთ დაღუპულებისა და დაშავებულების გაყვანა.

ზელენსკიმ განაცხადა რომ  სამხედროებისა და სამართალდამცველების გარდა, ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც  ყოველდღიურად ტყვედ აჰყავთ რუსი სამხედროები და ეს სამხედროები ამბობენ, რომ არ იციან, თუ რისთვის არიან უკრაინაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი