ჩერნიგოვში ნავთობის საცავი იწვის. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სამსახური ავრცელებს.
მათივე განცხადებით, დღეს დილით, ,,ასტრას'' კომბინატის ტერიტორიაზე, დაბომბვისას ჭურვი ნავთობის საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც 3000 კუბური მეტრი ტევადობის დიზელი აალდა.
ამ დროისთვის გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.