არსებული ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად უკვე ადგილზე ჩავიდა.
როგორც იუწყებიან, შეხვედრა დღეს იგივე ადგილზე გაიმართება ბელარუსში. სწორედ აქ მოეწერა ხელი 31 წლის წინ დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა.
პირველი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე 4 დღის წინ შედგა. მხარეები სამი საათი საუბრობდნენ, თუმცა კონკრეტულად მაშინ ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ.