ჰუმანიტარული დახმარება ბათუმიდან

02 მარტი 2022, 11:24 1178 ნახვა

უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება ბათუმში ორ მისამართზე: ფარნავაზ მეფის 46-სა  და ვახტანგ გორგასლის 54 ნომერში. 

24 საათის განმავლობაში ქართველი, უკრაინელი და  პოლონელი მოქალაქეები ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები,  სპეციალურ შტაბებში შესულ ნივთებს  ახარისხებენ და უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ. თუმცა, ამ ეტაპისთვის ჯერ უცნობია როდის მოხდება  ნივთების გაგზავნა უკრაინაში. მადლობას უხდიან თითოეულ ბათუმელს გაწეული დახმარებისთვის.

შტაბში შეგზავნილ მედიკამენტებთან, პროდუქტებთან და ტანსაცმელებთან ერთად მოქალაქეები ტოვებენ სამახსოვრო ნახატებს  უკრაინელი პატარებისთვის.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში