5 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის - რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნისთვის ამ ოდენობის დახმარების გამოყოფას მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გეგმავს.
BBC-ის ცნობით, ერთობლივ განცხადებაში, ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან რუსული შეჭრით გამოწვეული პოტენციური გვერდითი ეფექტებით.
5 მილიარდ დოლარს უკრაინა მომდევნო თვეებში, 350 მილიონს კი უახლოეს პერიოდში მიიღებს.