ქალაქ ჟიტომირზე სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

02 მარტი 2022, 11:11 943 ნახვა

უკრაინის ქალაქ ჟიტომირზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულია 16 მოქალაქე.

"მაშველებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 6 ბავშვი. ისინი დაბომბილი სახლების ნანგრევებიდან ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება"-აცხადებენ უწყებაში.

უწყების ინფორმაციით, ღამით ჟიტომირზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 10-ზე მეტ კერძო საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა, დაზიანდა ქალაქის საავადმყოფოს შენობაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი