"შუქურას" 6 გოლი და კარგი სტარტი ლიგა 2-ში

01 მარტი 2022, 19:26 1750 ნახვა

ქობულეთის "შუქურამ" ეროვნული ლიგა 2 წარმატებით დაიწყო. პირველ ტურში ქობულეთლები გასვლაზე "შევარდენი 1906"ს ესტუმრა და დიდი ანგარიშით 2-6 დაამარცხა.

რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა " შუქურამ" პირველი ნახევარი 0-5 მოიგო. ჰეთთრიკი გიორგი ჯანელიძის ანგარიშზეა.

ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა კი დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში "შევარდენმა" 52-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა, თუმცა 85-ზე ვაკო თევდორაძემ გაიტანა და ანგარიში 1-6 გახადა.

მატჩის 89-ე წუთზე ოთარ გაგნიძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-6 დააფიქსირა. მეორე ტურის შეხვედრაში ქობულეთის "შუქურა" 7 მარტს 15:00 საათზე "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი