სასტუმრო ჰუალინგ ჯგუფ პრეფერანსში წარმატებული და საქმიანი მამაკაცების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2016“ გაიმართა. ნომინაციაზე საზოგადოების რჩეული საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დასახელდა. საუკუნის პერსონის ტიტული, ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა. პროექტი საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით გაიმართა.