ბელარუს სერიოზული შედეგები ემუქრება, თუკი ის გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის მხარდაჭერას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.
”რეჟიმი აგრძელებს ბელორუსის ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების სასტიკად ჩახშობას. როგორც ვთქვი, ის სულ უფრო და უფრო ემორჩილება რუსეთს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ალექსანდრე ლუკაშენკოს მზადყოფნას იმოქმედოს თავისი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რათა მოსკოვის კეთილგანწყობა მიიღოს და ხელისუფლებაში დარჩეს“, - განაცხადა მან.