ვლადიმერ პუტინს ოლიმპიური ორდენი და ტაეკვანდოს შავი ქამარი ჩამოართვეს

01 მარტი 2022, 10:38 1232 ნახვა

ტაეკვანდოს მსოფლიო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს ჩამოართვა მეცხრე დანის შავი ქამარი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს 2013 წლის ნოემბერში მიენიჭა. მათი თქმით, რუსეთის ეს ქმედება ეწინააღმდეგება მსოფლიო ტაეკვანდოს ხედვას, რომ "მშვიდობა ტრიუმფზე ძვირფასია". ასევე საერთაშორისო ღონისძიებებზე რუსეთის და ბელარუსის ეროვნული დროშები არ გამოიფინება და მათი ჰიმნებიც არ შესრულდება. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა ოლიპიური ორდენი ჩამოართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ კომიტეტის პრესსამსახური წერს.

„განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, აგრეთვე ოლიმპიური ზავის დარღვევისა და ძველი სხვა დარღვევების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება – ჩამოართვას ოლიმპიური ორდენები რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინს“, – წერია განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი