უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

28 თებერვალი 2022, 21:42 617 ნახვა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„უკრაინისა და რუსეთის დელეგაციამ დღეს გამართა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომლის მთავარი მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა. მხარეებმა განსაზღვრეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები“

მისივე თქმით, მხარეები გარკვეული საკითხების გადაჭრაზე შეთანხმდნენ და ახლა დედაქალაქებში ბრუნდებიან კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის. 

"ამ დრომდე თითოეული დელეგაცია, თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელობა კონსულტაციებს გამართავს ყველა მოლაპარაკებების პოზიციებზე, საკუთარი ქვეყნების ხელმძღვანელობებთან“, – განაცხადა მედინსკიმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი